суббота, 5 июня 2010 г.

ჩემი სკოლა

პროექტის სახელი: ,,ჩემი სკოლა"

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები შეაგროვებენ თავიანთი სკოლის ისტორიის მასალებს (როდის აშენდა, რა დრო დაჭირდა სკოლის სრულ მშენებლობას, როდის მოხდა სკოლის შენობის შეცვლა (ინტერიერ, ექსტერიერი), აღწერენ სკოლის შენობას (რა ფორმისაა სკოლის შენობა, რომელი გეომეტრიული ფიგურის მსგავსი, რა ზომისაა, რა ზომისაა სკოლის საკლასო ოთახები, დაადგენენ რა ფართობზე განთავსებული შენობა, რა ფართობის მქონე მოედანია მათ სკოლაში) მოახდენენ სხვა (რომელიმე ერთი სკოლის) შენობასთან შედარებას და გამოკვეთენ თავიანთი სკოლის თავისებურებებს.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გამოიკვლევენ, შეაგროვებენ ინფორმაციას მათი სკოლის შესახებ, აიღებენ ინტერვიუებს სკოლის პედაგოგებისაგან და აგრეთვე სკოლის ყოფილი, უხუცესი პედაგოგებისგან, მოიძიებენ ადრინდელი სკოლის შენობის ფოტოებს და გადაიღედენ ახალ სურათებს. მოძიებულ მასალებს გააცნობენ სკოლის სხვა დანარჩენ მოსწავლეებს (მოაწყობენ პრეზენტაციას); გამოთვლიან სკოლის მოცულობას, თითოეული ოთახის მოცულობებს, სკოლის მოედნის ფართობს, შენობის განთავსების ფართობს, მათვის ნაცნობი გეომეტრიული ფიგურების ფართობის და მოცულობების ფორმულების გამოყენებით; მოახდენენ სხვა, ერთ–ერთი სკოლის შენობის დათვალიერებას და მათი ზომების დადგენას, გააკეთებენ შედარებას და გამოკვეთენ თავისი სკოლის თავისებეურებებს.
მონაწილეთა ასაკი: 12–16 (VI-XI კლასები).
ვადები: სასწავლო წლის განმავლობაში ნებისმიერი ერთი თვე.
მნიშვნელობა და აქტუალობა: მოსწავლეები იკვლევენ, იძიებენ სკოლის ისტორიას და უზიარებენ სხვებს; ადგენენ მათი სკოლის თავისებურებებს, რაც გაზრდის სკოლისადმი ინტერესს; გაიღრმავებენ მათემატიკურ ცოდნას და მათ პრაქტუკული ამოცანების გადაწყეტისთვის გამოყენების უნარს.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალების მოძიება, კითხვის რუბრიკების შედგენა, ჯგუფური მუსაობა, ფოტო ალბომის შედგენა, პრეზენტაციის მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგები: ისწავლია სკოლის ისტორიას, შექმნიან სკოლის ისტორიის და შენობის მონაცემების შესახებ საპეზენტაციო სლაიდებს. შეაგროვებენ ფოტოებს ძველი და ახალი სკოლის შენობისას.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია – ისტორიული ობიექტების აღწერა, გამოკვლევის და ძიების გამოყენება;
მატემატიკა –ფიგურათა თვისებების გამოყენება ფიგურების სახეობების შედარებისთვის, მატემატიკური ობიექტების, (ფიგურის ან მისი ელემენტების ზომების) მოცულობის, ფართობის გამოთვლის გამოყენება;
ისტ – საპრეზენტაციო პროგრამის ფლობა;
პროექტის იდეის ავტორი: თეონა ღუდუმიძე
ავტორის ელ.ფოსტა: teonagudmize@gmail.com